სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2020 წლის 22 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოვლენასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ კენჭისყრის ჩატარების წესში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის I (პირველი) ტური;
  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის II (მეორე) ტურის ვადების განსაზღვრა;
  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორთან გასაფორმებელ შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის არჩევასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ კენჭისყრის ჩატარების წესში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრთა ეთიკის სტანდარტების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
  1. მიმდინარე საკითხები.