სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აცხადებს კონკურსს მის საკუთრებაში არსებული სასადილო ფართის იჯარის ფორმით გაცემის მიზნით
- უძრავი ქონების მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #68
- ფართი: 217 კვ/მ ფართი (ს/კ 01.14.14.009.052) და გარე ტერასა – 30 კვ/მ ფართი.
- სახეობა: არასაცხოვრებელი, საზოგადოებრივი კვების ობიექტი.
- მიზნობრიობა: სასადილოს ორგანიზება.
- საკონკურსო განაცხადის და საკვალიფიკაციო მონაცემების მიღება იწარმოებს 2021 წლის 16 ივნისის 10:00 საათიდან – 2021 წლის 25 ივნისის 18:00 საათამდე, ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #68 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კანცელარიაში, საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დალუქულ კონვერტში. დაგვიანებით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები არ მიიღება.
- საკონკურსო განაცხადების გახსნა და გამარჯვებულის გამოვლენა განხორციელდება არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა.
123