საქართველოს პირველი არხის მიერ გაშუქებული თემების სტატისტიკა (შიდა მონიტორინგის მონაცემები)
2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ყველა პრიორიტეტული თემის გაშუქების სიხშირე მზარდი იყო. განსაკუთრებით გაიზარდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით სოციალური პრობლემების, მოქალაქეების პრობლემების, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და საერთაშორისო პოლიტიკის გაშუქებისთვის დათმობილი დრო.