საქართველოს პირველი არხი გაშუქებული სუბიექტების სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს პირველი არხი „მოამბის“ ყველა გამოშვებაში გაშუქებული სუბიექტების სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც შიდა მონიტორინგის მონაცემებს ეყრდნობა.

მონიტორინგის პროგრამის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, პირველი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, „მოამბის“ ყველა გამოშვებაში გაშუქებული სუბიექტების საერთო ჯამია 9 948. მონაცემები ასახავს სუბიექტების გაშუქების რაოდენობას, თუ რამდენჯერ გახდა ესა თუ ის სუბიექტი „მოამბის“ რესპონდენტი/გამომსვლელი.

მოცემულია ყველაზე ხშირად გაშუქებული სუბიექტების ათეული.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული მედია, 2019 წლიდან ფლობს შიდა მონიტორინგის სისტემას, რისთვისაც დაიწერა სპეციალური პროგრამა და მასალის სპეციფიკის გათვალისწინებით, მომზადდა მონიტორთა ჯგუფი. ყველა პლატფორმაზე გაშუქებული ინფორმაცია მონიტორინგის პროგრამაში სისტემატიზებულია 13 ძირითად და 132 ქვემიმართულებად, რომელიც მუდმივად განახლებადია. მონიტორინგის პროგრამით ასევე იზომება გაშუქებული სუბიექტები. მონაცემთა დამუშავება ხდება როგორც მათი სქესის, ასევე წარმომადგენლობის მიხედვით. პროგრამის შესახებ ვრცლად.