2019 წლის 29 აგვისტოს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მიღებული დადგენილება

სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3333/03 სამსახურებრივი ბარათის მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარე წლის 29 აგვისტოს საბჭოს სხდომაზე განიხილა ჟურნალისტური რესურსცენტრის მიერ მომზადებული ფილმი, – „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და დაადგინა შემდეგი:

სამეურვეო საბჭოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიაჩნია, რომ ფილმში მოყვანილი ფაქტებით არ დასტურდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცდომა სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით და ასევე, ადგილი აქვს სხვა დოკუმენტების არასწორ და მცდარ ინტერპრეტაციას.

სამეურვეო საბჭო ეთანხმება მაუწყებლის მენეჯმენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება სიმართლის დასადგენად.