სოსო სტურუა
განათლება:
1887-1991 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ინსტიტუტი. მიენიჭა ჟურნალისტის კვალიფიკაცია.
1987-1992 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ინსტიტუტი. მიენიჭა ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება:
2024-დღემდე – საზოგადოებრივი მაუწყებელი – სამეურვეო საბჭოს წევრი;
2019-2023 – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო – მრჩეველთა საბჭოს წევრი;
2018-2019 – აჭარის მუზეუმი – დირექტორის მოადგილე;
2017-2018 – აჭარის არქივი – უფროსის მოადგილე;
2013-2016 – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო – დირექტორი;
2013 – აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი – თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;
2008-2012 – საზოგადოებრივი მაუწყებელი – სატელევიზიო პროგრამების ავტორი და რეჟისორი;
1993-2008 – აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი – კორესპონდენტი, რედაქტორი, მთ. რედაქტორის მოადგილე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მარკეტინგის სამსახურის უფროსი, დოკუმენტური ფილმების ავტორი და რეჟისორი.
ფილმოგრაფია:
2001-2002 – დოკუმენტური ფილმების ციკლი „მზე აქ შემიჩერებია“ (სულ 11 ფილმი, ქრ. 8-10 წთ.);
2003 – დოკუმენტური ფილმები – „მაჭახელი“ (46 წთ.), „იალაღობა აჭარაში“ (40 წთ.), ,,ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა“ (45 წთ.), „სარფი მოლენი“ (45 წთ.);
2005 – დოკუმენტური ფილმები – „შორ ვართ“ (28 წთ.), „მარიობა არ დაგვიშლია“ (45 წთ.), „ნაღვერდალი“ (46 წთ.), „შავშეთურები“ (28 წთ.);
2006 – დოკუმენტური ფილმები – „მესხეთის ძველი“ (28 წთ.), „გაღმამხარელნი“ (45 წთ.), „კაკ-ენისელი“ (40 წთ.), „ზარის დაბადება“ (25 წთ.);
2007-2008 – სატელევიზიო ეთნოგრაფიული დოკუმენტური ფილმების ციკლი (სულ 9 ფილმი, ქრ. 8-10 წთ.);
2011-2012 – დოკუმენტური ფილმების ციკლი „ეთნოგრაფიული ნარკვევები“ (სულ 12 ფილმი, ქრ. 10-12 წთ.);
2016 – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ბაგრატ, გამარჯობა!“ (12 წთ.);
2023 – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „კაცი ძაღლით“ (10 წთ.).
ჯილდოები:
2003 – თედო სახოკიას სახელობის სახელმწიფო დარგობრივი პრემია ოთხი ანთროპოლოგიური ფილმისთვის;
2007 – ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის.