განათლება:
1969-1974 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბიოლოგიის ფაკულტეტი
1976 -1978 – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის კათედრის ასპირანტურა
1978-1982 – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი სამეცნიერო – პოპულარული და დოკუმენტური კინოს განხრით (გურამ ჟვანიას სახელოსნო).
სამუშაო გამოცდილება:
1982 – დღემდე – საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანე“ – რეჟისორი
1990-199 – ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის ლექტორი (დოკუმენტური კინოს დრამატურგია)
1992-1995 – საქართველოს პარლამენტის აპარატის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი
1995-2000 – შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი
2000-2005 – არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და კულტურის სააგენტო“-ს დირექტორი
შემდეგი დოკუმენტური და სამეცნიერო ფილმების ავტორი და რეჟისორი:
2015 – დოკუმენტური ფილმი „მე ნივთი არა ვარ“ – რეჟისორი (ეძღვნება ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს)
2008 – „ისლამი საქართველოში“ – რეჟისორი ( ბუბა ხოტივართან ერთად )
2005 – „ლეჰაიმ“ – ქართველ ებრაელთა კონგრესი საქართველოში – რეჟისორი (ბუბა ხოტივართან ერთად)
2004 – „ნათელი იგი“ – ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების ცხოვრება და მოღვაწეობა – რეჟისორი
2003 – „მარკოზის სახარება“(ირაკლი ფარჯიანის ნახატების მიხედვით) – რეჟისორი
2002 – „ქეთევან წამებულის ნაკვალევზე“ (ექსპედიცია ინდოეთის ქ. გოაში) – რეჟისორი
1990 – „წმინდა შტო ბზისა“ ( გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა) – რეჟისორი
1989 – „ნაცნობი უცნობები“ – უსინათლოთა ცხოვრების შესახებ – რეჟისორი
1988 – კინოდილოგია „ნაძარცვის კვალდაკვალ“ – ქართული კულტურის ძეგლების თავგადასავალი – რეჟისორი (რ.თაბუკაშვილთან ერთად)
1987 – „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ – ექვთიმე თაყაიშვილი – რეჟისორი (რ.თაბუკაშვილთან ერთად)
1986-1987 – „ფრანგული დღიური“ – საფრანგეთის ქართული ემიგრაციის მოღვაწეობა – მეორე რეჟისორი (დამდგმელი რეჟისორი – რ. თაბუკაშვილი)
1986 – „პირველად იყო სიტყვა“ – ქართული წიგნის ისტორია – მეორე რეჟისორი (დამდგმელი რეჟისორი – რ. თაბუკაშვილი)
1986 – „ქართული ჯიშები“ – სამეცნიერო-პოპულარული ფილმი – რეჟისორი
1985 – „კაი ყმა“ – რეჟისორი
1985 – კინოდილოგია „მთანი მაღალნი“ – ვიტორიო სელა და მიხეილ ხერგიანი – რეჟისორი (დამდგმელი რეჟისორი – რ. თაბუკაშვილი)
1984 – „მაღლა ცაში ავფრინდები“ – ვიქტორ ხომერიკის მოგზაურობა საქართველოში – რეჟისორი
1983 – „მე ლაზი ვარ“ – ლაზი მხატვრის ხასან ხელიმიშის ცხოვრება და მოღვაწეობა – რეჟისორი
სცენარების ავტორი:
„იხარე შვრიის მარცვალო…“ ( ქართული ლუდის ისტორია; 2014); „შენ დაბრუნდები, დედაო!“ (ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება; 2013); „ნიკო ბურის ომი და მშვიდობა“ (2012); „ლელობურთის თავგადასავალი“ (2010-2011); „ადამიანი ამფიბია“ (ჰენრი კუპრაშვილი; 2009); „ისლამი საქართველოში“ (2008); „ლეჰაიმ“ (2005); „ნათელი იგი“ (2004); „მარკოზის სახარება“ (2003); „ქეთევან წამებულის ნაკვალევზე“ (2002); „ წმინდა შტო ბზისა“ (1990); „ნაცნობი უცნობები“ (1989); „ფრთხილად სტრესებია“ – ( რეჟისორი – კ. კუზანოვი; 1989); „ხე მრუდი და ხე მართალი“ – ( რეჟისორი – ი. ტრიპოლსკი; 1987); „კაი ყმა“ (1985); „მე ლაზი ვარ“ (1983);
განხორციელებული პროექტები:
2003 – კინოექსპედიცია – „საქართველოს აბრეშუმის გზა“ – მონაწილეობა და კინოგადაღებები – ( ყაზახეთი – აზერბაიჯანი – თურქეთი – ბულგარეთი – რუმინეთი – მოლდოვა – უკრაინა – საქართველო – ექსპედიციის მიერ მოპოვებული დოკუმენტური და კინომასალა ინახება კინოსტუდია „ნეო სტუდიაში“).
2002 – ქართული ხალხური სიმღერის პირველი საერთაშიროსი ფესტივალის – თანაორგანიზატორი და საინფორმაციო უზრუნველყოფის ხელმძღვანელი – „მე-9 არხის“ ბაზაზე – ანზორ ერქომაიშვილთან და ბუბა ხოტივართან ერთად.
2002 – „ქართულ-ამერიკული კალენდარი“ – (საუკუნის წინანდელი ქართული და ამერიკული ისტორია ფოტოებში) – პროექტი შესრულებულია აშშ-ს საელჩოსა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“-ს ხელშეწყობით.
2000 – „ქართველი ემიგრანტის, ვანო ქიქოძის მიერ ტაო-კლარჯეთში 60 წლის წინ გადაღებული ქართული არქიტექტურული ძეგლები (400 სლაიდი) თანამედროვე ელექტრონული ვერსიის შექმნა და არქივირება თბილისის სახელმწიფო არქივის ბაზაზე.
1988 – 1998 – 2000 – „ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების მიკვლევის სამი სამეცნიერო კინოექსპედიციის მონაწილე – ინდოეთის ქ. გოა)
1999 – „ვიტორიო სელას“ – იტალიელი ფოტოგრაფისა და მოგზაურის საუკუნის წინანდელი ფოტოების გამოფენა – (ორგანიზატორი-საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემაულეთა დეპარტამენტი) იტალიის საელჩოს მონაწილეობით.
1998 – „კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“ (გამოქვეყნებულია გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ – 1998 წლის 5 თებერვალი)
ჯილდო:
2014 წელს დაჯილდოებულია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ჯვრის მედლით ფილმისათვის „ალექსი ბერი“.
უცხო ენები: რუსული, ინგლისური.