დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

უსაფრთხოების ექსპერტი / პოლიტიკური ანალიტიკოსი / ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი

პროფესიული პროფილი
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალი კლასის ანალიტიკოსი და უსაფრთხოების დარგის ექსპერტი. ფლობს სახელმწიფო სტრუქტურებში, თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ანალიტიკურ უწყებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის წარმატებულ პრაქტიკას. არის შსს-ს თადარიგის პოლკოვნიკი და სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი. აქტიურად მოღვაწეობს წამყვან მედიასაშუალებებში, არის ათასობით საავტორო პუბლიკაციის ავტორი პოლიტოლოგიისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

პროფესიული გამოცდილება
თანადამფუძნებელი შპს „მტკვარიონი“ (2025 წლიდან-დღემდე)
რეზიდენტი-ავტორი – მედიაპორტალი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ (2022 წლიდან-დღემდე)
პოლიტიკური მიმომხილველი და ანალიტიკოსი – სატელევიზიო სივრცე და მედიაპლატფორმები (2019 წლიდან-დღემდე)
● სატელევიზიო სივრცის მუდმივი მონაწილე პოლიტიკური მიმომხილველისა და ანალიტიკოსის დარგში.
● ათასობით საავტორო პუბლიკაციის ავტორი პოლიტოლოგიის, უსაფრთხოების დარგში.
ანალიტიკური და საორგანიზაციო საქმიანობა – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (2019-2025)
პროფესიული საქმიანობა – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო (2017-2018)
სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია (2015-2016)
შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს-ს თადარიგის პოლკოვნიკი) (2013-2015)
პროფესიული საქმიანობა – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (2004-2010)
პროფესიული საქმიანობა – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო (1996-2003)

განათლება და კვალიფიკაცია 
აკადემიური მსმენელი – საქართველოს უშიშროების აკადემია (1996-1998)
კურსდამთავრებული – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი (1992)

წევრობა/ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი (2026 წლიდან-დღემდე)

ენების ცოდნა 
ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
თურქული – საშუალოდ