ზურაბ კიკნაძე - ვაჟა-ფშაველა „სტუმარ-მასპინძელი“
ზურაბ კიკნაძე - ვაჟა-ფშაველა „სტუმარ-მასპინძელი“

სტუმარ-მასპინძელი – ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1893 წელს დაწერა. პირველად გამოქვეყნდა გაზეთ ივერიაში 1893 წელს (# 146, 149, 152. ხელნაწერში სათაურად ჰქონდა „ზვიადაური“)

ვაჟა-ფშაველამ წერილში „ჩემი პოემების შესახებ“ „სტუმარ-მასპინძლის“ ხალხურ წარმომავლობაზე მიუთითა: „ზეპირგადმოცემამ მომცა მხოლოდ ერთი ადამიანის, ზვიადაურის სახელი და ერთი ეპიზოდი, სახელდობრ, ის, რომ მას ქისტები თავიანთი მკვდრის, დარლას საფლავზე კლავენ, ხანჯალს ურჭობენ ნელ-ნელა ყელში და ცდილობენ, როგორმე შეაშინონ, მოდრიკონ, რომ მსხვერპლი მსხვერპლად გამოდგეს. ზვიადაური ქვავდება და გაიძახის: ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა! დანარჩენი პოემაში საკუთარი ფანტაზიის ნაყოფია“.

ზაზა შათირიშვილის წერილი „ვაჟა-ფშაველა და პოეზიის საწყისი“

ზაზა შათირიშვილი: „ვაჟა-ფშაველა და პოეზიის საწყისი“

ზაზა შათირიშვილი: „ვაჟა-ფშაველა და პოეზიის საწყისი“ როგორც მიწიდან იზრდება ბალახი, ისე იზრდება ენიდან ლექსი… ფრიდრიხ ჰოლდერლინი „სტუმარ-მასპინძლისა“ და „ალუდა ქეთელაურის“ საერთო თემა პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტია. მაგრამ საქმე ისაა, რომ, მაგალითად, „სტუმარ-მასპინძელში“ ერთმანეთს უპირისპირდება არა „კოლექტიური” და „ინდივიდუალური“, არა პიროვნება და საზოგადოება (თემი), არამედ ორი კანონი – სტუმარ-მასპინძლობის „წესი“ (ოჯახის კანონი) და „წესი“ სისხლის აღებისა…

 

 

მომიჯნავე თემები: ჰენრიჰ იბსენი და საქართველო

 

 

თეატრალური დადგმა: თოჯინების სახლი – პიესის ავტორი: ჰენრიკ იბსენი რეჟისორი: ვანო ხუციშვილი

თოჯინების სახლი

პიესის ავტორი: ჰენრიკ იბსენი რეჟისორი: ვანო ხუციშვილი მხატვარი: თეო კუხიანიძე მუსკალური გაფორმება: გიორგი ჯიქია მონაწილეობენ: თამუნა ნიკოლაძე, გიორგი ზანგური, ბაჩო ჩაჩიბაია, მაია ხორნაული, ნინო ფილფანი, დევი ბიბილეიშვილი მოკლე შინაარსი: ცოლს აშანტაჟებენ წარსულით, რას იზამს ის? მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ოჯახის ნგრევას გამოიწვევს.