ილია ჭანტურია ახალგაზრდა მწერალია. მწერლის ასაკზე ხაზგასმა შეიძლება მავანს ზედმეტად მოეჩვენოს, მაგრამ თუ ამ გადაცემას მოისმენს, მიხვდება რატომ დავწვრილმანდით აღწერაში.
ახალგაზრდა მწერალი საუბრობს ერლომ ახვლედიანის უკანასკნელ რომანზე „კოღო ქალაქში“ – ტექსტზე, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო „საბა“ დაიმსახურა ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი.
გადაცემის მსვლელობისას ილია ჭანტურიას მოთხრობებსაც გადავწვდებით და მის სამომავლო, „სარომანო“ გეგმებსაც.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: