ტრადიციული მუსიკა - ქართული ხალხური სიმღერები
- დალი კოჯას ხელღვაჟალე (სვანური საკულტო, სარიტუალო ფერხული) და საცეკვაო; ასრულებს ანსამბლი „ლილე“(ხელმძღვანელი ჯოკია მეშველიანი); ლენტეხი; 1979 წ.
- შენ ჩემი ხარ (გურული სატრფიალო, ჩონგურის თანხლებით); ასრულებს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ (ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი); ტრიო: გია წივწივაძე, ბადრი თოიძე და ამირან გოლიაძე; ჩონგურზე უკრავს ანზორ ერქომაიშვილი; თბილისი; 1980-იანი წწ.
- დიდავოი, ნანა / ასე ჩონგური (მეგრული სატრფიალო, ჩონგურის თანხლებით); ასრულებს ანსამბლი „ოდოია“ (ხელმძღვანელი პოლიკარპე ხუბულავა); ტრიო: პოლიკარპე ხუბულავა (სოლისტი), გენო ჯანაშია და ჯოტო უბილავა; ჩონგურზე უკრავს პოლიკარპე ხუბულავა; ზუგდიდი; 2001 წ.
- შარათინ აშვა (აფხაზური საფერხულო); ასრულებს ანსამბლი რემა შელეგიას ხელმძღვანელობით; სოლისტი – ნოკო ხურცია 1940-იანი წწ.
- ყანური (იმერული შრომის); ასრულებს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“(ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი); დამწყები – რამინ მიქაბერიძე; თბილისი; 1990-იანი წწ.
- ხინწკალა (აჭრაული სატრფიალო); ასრულებს სახელმწიფოა ანსამბლი „ბასიანი“ (ხელმძღვანელი გიორგი დონაძე); დამწყები – გიორგი დონაძე; ტრიო: გიორგი გაბუნია, სერგო ურუშაძე და ბათუ ლომინაძე; თბილისი; 2013 წ.
- სულიკო (ქალაქური ლირიკული, ლექსი აკაკი წერეთლისა, მუსიკის ავტორი ვარინკა/ბარბარე წერეთელი); ასრულებს სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“; საკონცერტო ჩანაწერი; 2017 წ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: