ტრადიციული მუსიკა - ქართული ხალხური სიმღერები
ტრადიციული მუსიკა - ქართული ხალხური სიმღერები
  • ღმერთო, მეც გადმომხედევი (ქართლური შრომის, ყანური); ასრულებს ანსამბლი სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით; სოლისტი – სანდრო კავსაძე; ხმის ინჟინერი – მაქს ჰამპე (ბრიტანული კომპანია „გრამოფონი“); თბილისი; 1907 წ.
  • ვარსალი, ლალე (კახური საქორწილო, მაყრული); ასრულებს მომღერალთა ჯგუფი; სოლისტები: გიორგი და ილია ზარდიაშვილები; ივეტ გრიმოსა და გრიგოლ ჩხიკვაძის საექსპედიციო ჩანაწერი; გურჯაანის ანსამბლი; 1967 წ.
  • ჩიღოს წისქვილში ატირდა (ტუშური ეპიკური, გარმონის თანხლებით); ასრულებს მარიამ ჭინჭარაული; თბილისი; 2010 წ.
  •  (მეგრული სატრფიალო); ასრულებს ანსამბლი რემა შელეგიას ხელმძღვანელობით; სოლისტები: კირილე პაჭკორია, ნიკოლოზ კაკაჩია, ბუხუ სვანიძე; აბაშა; 1930 წ.
  • ხასანბეგურა (გურული ისტორიულ თემაზე); ასრულებს ანსამბლი ლადიკო ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით; I ტრიო: ვალიკო ბერიშვილი (დამწყები), ალექსანდრე ნაკაიძე (კრიმანჭული) და ლადიკო ერქომაიშვილი; II ტრიო: ვარლამ ვაშალომიძე (დამწყები), მიხეილ შავიშვილი (კრიმანჭული) და შერმადინ ჭკუასელი; 1954 წ.
  • შავი შაშვი (ნადირობის თემაზე); ასრულენებენ: ლადიკო (დამწყები), ანანია და არტემ ერქომაიშვილები; 1958 წ.
  • რადა, რადა (რაჭული საცეკვაო დაირის თანხლებით); ასრულებს ანსამბლი „ძირიანი“ (ხელმძღვანელი თორნიკე სხიერელი); დამწყები – ანა ბაკურაძე; თბილისი; 2012 წ.
    ფოტოზე – მეგრული სიმღერის შემსრულებელი ბეგლარ აკობია.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: