სოციალური ღია სტუდია - ვახტანგ იობაშვილი: დიზელის საწვავი ამ დღეებში მნიშვნელოვნად გაიაფდება I 01.03.2023
სოციალური ღია სტუდია - ვახტანგ იობაშვილი: დიზელის საწვავი ამ დღეებში მნიშვნელოვნად გაიაფდება I 01.03.2023

„დიზელის საწვავზე ამ დღეებში ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება“, – განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა, – „ეს ძალიან კარგია, რადგან ახლა საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს და დიზელის საწვავზე მოთხოვნა იზრდება“.

კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელ გიორგი ქედელიძის განცხადებით შესრულებულია პრემიერმინისტრის დავალება საწვავის ბაზრის შესწავლის თაობაზე და დასკვნა მალე მომზადდება, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება კანონის ფარგლებში საწვავის ფასების დარეგულირება.

ეკონომიკის ექსპერტმა ოთარ ანგურიძემ დადებითად შეაფასა ხელისუფლების პოზიცია საწვავზე ფასების დაკლებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ როგორც მედიკამენტებზე დაიწია ფასებმა, იგივე იქნება შესაძლებელი კვების პროდუქტებზე და საავტომობილო საწვავზე.

სტუმრები: ვახტანგ იობაშვილი – ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, გიორგი ქედელიძე – კონკურენციის სააგენტოს ბაზრის მონიტორინგის და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი, ოთარ ანგურიძე – თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ეკონომისტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: