ღია სტუდია - თამარ გოდერიძე - გრიპის პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი I 24.11.2022
ღია სტუდია - თამარ გოდერიძე - გრიპის პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი I 24.11.2022

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიოში და საქართველოში გრიპის სეზონი დაიწყო. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, თამარ გოდერიძის განცხადებით, დღეს საქართველოში 10-მდე გრიპის ვირუსი ცირკულირებს.

„მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი, სურდო, სახსრების და თავის ტკივილი – ესაა გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი გამოვლინებები. აუცილებელია წოლითი რეჟიმი. თუ მაღალი სიცხე 5 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა – აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია“, – ამბობს თამარ გოდერიძე.

მისივე აზრით, პრევენციისთვის, აუცილებელია ხელების ხშირი დამუშავება, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: