ღია სტუდია - რუსების შემოდინება საქართველოში - რისკები და პერსპექტივა I 22.11.2022
ღია სტუდია - რუსების შემოდინება საქართველოში - რისკები და პერსპექტივა I 22.11.2022

„რუსმა მიგრანტებმა საქართველოში გამართეს თავიანთი ბიზნესი, რაც, ბიზნესის „რუსულად“ წარმართვის თავისებურებებს თუ გავიხსენებთ, ქართულ ბიზნესსა და საზოგადო ცხოვრებას კორუფციული ხრწნით ემუქრება“, – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე.

რამდენად განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეთა დაკვეთა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას რუსი მიგრანტებისადმი. გიორგი გობრონიძის აზრით, მოქალაქეთა რაიმე დაკვეთა არ არსებობს და საქართველოს მთავრობაც უბრალოდ უშვებს რუსებს ქვეყანაში.

ექსპერტის აზრით, რუს მიგრანტებს არ ანიჭებენ თავშესაფრის მაძიებლების სტატუსს. მსგავსი სტატუსი რუს მიგრანტებს ლეგალურ ჩარჩოში მოაქცევდა და მათ კონტროლსაც გააადვილებდა, თუმცა წარმოშობდა საქართველოს ვალდებულებებსაც.

სტუმარი: გიორგი გობრონიძე – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: