სოციალური ღია სტუდია - უფასო მედიკამენტები ონკოპაციენტებისათვის I 17.01.2024
2024 წლიდან უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ: „ონკოპაციენტები საჭირო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ“, – განაცხადა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ეკა შარაძემ.
სახელმწიფომ პირდაპირი შესყიდვის გზით უკვე შეიძინა საუკეთესო ხარისხის მედიკამენტები მსოფლიოში აღიარებული მწარმოებლებისგან და დაიწყო ამ მედიკამენტების უფასოდ გადაცემა ონკოპაციენტებისთვის.
გაფართოვდა მედიკამენტების ჩამონათვალი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებიც, რომელთა რიცხვი სავარაუდოდ 400 000-ია, უფასოდ მიიღებენ ყველა საჭირო მედიკამენტს.
სტუმარი: ეკა შარაძე – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: