სოციალური ღია სტუდია - სემეკმა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები შეიმუშავა I 20.09.2023
„ქვეყანაში, სადაც 26 ათასი მდინარე, ბევრი ტბა და წყალსაცავია, წყალმომარაგების პრობლემები არ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
„წყლის რესურსის გონივრულად გამოყენების მიზნით სემეკმა შეიმუშავა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, რომელთა აღსრულება ხელს შეუწყობს საირიგაციო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასა და სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ, შეუზღუდავ დაშვებას. ჩვენ ვგეგმავთ რეგიონებში გასვლას და ახალ წესებს ადგილებზე გავაცნობთ დაინტერესებულ ორგანიზაციებს,თუ ფიზიკურ პირებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სტუმარი: დავით ნარმანია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: