სოციალური ღია სტუდია - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წელი I 29.03.2023
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დაწყებიდან 10 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე ქვეყნის მოსახლეობამ 7 მილიარდის მომსახურება მიიღო – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის თენგიზ გენძეხაძის განცხადებით, გაზრდილია პროგრამის ხელმისაწვდომობა: მასში საქართველოს მოსახლეობის 90% ზე მეტია ჩართული.
მისი თქმით, ადამიანებს ძვირადღირებული მკურნალობის გამო საცხოვრებლის და სხვა ქონების გაყიდვა აღარ სჭირდებათ. რაც მთავარია, საყველთაო ჯანდაცვის პროგრამა წლიდან წლამდე ფართოვდება და მისი უზრუნველყოფის თანხებიც იზრდება. ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება – განაცხადა გენძეხაძემ.
სტუმარი: თენგიზ გენძეხაძე – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: