სოციალური ღია სტუდია - როგორ იცავს მომხმარებელთა უფლებებს საქართველოს ეროვნული ბანკი? I 29.05.2024
საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა გზირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი საშუალოდ 9 ათასამდე სადავო საკითხს იხილავს.
„საფინანსო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას აფორმებთ და ხელშეკრულებას დეტალურად ვერ გაეცანით? მალე ახალ რეგულაციას შემოვიტანთ და თქვენ შეგეძლებათ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი კვირის შემდეგაც გააუქმოთ იგი. ამასთან, ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტთან, რომელიც 2011 წელს შეიქმნა, დაკავშირება შეგიძლიათ როგორც ელექტრონული საშუალებებით, ასევე ტელეფონით, ცხელი ხაზის ნომერია – 2 406 406“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა, ლაშა გზირიშვილმა.
სტუმარი: ლაშა გზირიშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: