სოციალური ღია სტუდია - როგორ აღინიშნება ახალი წელი თბილისსა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში I 28.12.2022
თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნინო ბუცხრიკიძის განცხადებით, დედაქალაქში უკვე გაიხსნა საახალწლო სოფელი, რამდენიმე ლოკაციაზე უამრავი ღონისძიება გაიმართება და ნაწილი უკვე გაიმართა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.
ქუთაისიდან ჩაგვერთო მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ელეონორა გოგოლაშვილი და იქ გამართულ და გასამართ ღონისძიებებზე მოგვაწოდა ინფორმაცია. კულტურისა და სოციალურ საკითხებში მესტიის მერის მრჩეველმა, ლევან კიკვიძემ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ მესტიის ცენტრში იმართება საინტერესო და სახალისო ღონისძიებები.
გარდა ამისა, მესტიის მერია ოჯახებში საახალწლო საჩუქრებს მიუტანს რეგიონში მცხოვრებ 90 და 100 წლის ხანდაზმულებს.
სტუმარი: ნინო ბუცხრიკიძე – თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
ჩართვები რეგიონებიდან: ელეონორა გოგოლაშვილი – ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, ლევან კიკვიძე – მესტიის მუნიციპალიტეტიის მერის მრჩეველი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: