სოციალური ღია სტუდია - რესპირატორული ვირუსების პიკი ახლოვდება I 10.01.2024
მთავრდება ზამთრის არდადეგები და რესპირატორულ დაავადებათა პიკი ახლოვდება.
„საპანიკოდ საქმე არ გვაქვს, მაგრამ სიფრთხილე და სათანადო წესების დაცვა აუცილებელია“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ივანე ჩხაიძემ.
განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებს. ესენი არიან: ფეხმძიმე ქალები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 75 წელს ზევით მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მატარებლები.
სახელწიფოს სეზონური გრიპის ვაქცინა დიდი ხანია, შემოტანილი აქვს ქვეყანაში და ვაქცინაცია საჭირო იყო ოქტომბერ-ნოემბერში, თუმცა სურვილის შემთხვევაში ამჟამადაც შესაძლებელია.
სტუმარი: ივანე ჩხაიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: