სოციალური ღია სტუდია - რა უნდა გაკეთდეს ოჯახური ძალადობის პრევენციისთვის I 15.02.2023
სოციალური ღია სტუდია - რა უნდა გაკეთდეს ოჯახური ძალადობის პრევენციისთვის I 15.02.2023

თბილისში გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის და პრევენციის ღონისძიებების შესახებ.

„მას შემდეგ, რაც საქართველომ მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, ქვეყანაში ამ მიმართულებით უკვე ბევრი რამ გაკეთდა და ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – განაცხადა საქართველოში ევროსაბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა მარიამ ჯაჯანიძემ.

საერთაშორისო კონფერენციაზე მსჯელობა იყო იმის შესახებ, კიდევ რა უნდა გაკეთდეს ძალადობის შემთხვევათა პრევენციისთვის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისთვის.

ამ საქმეში აქტიურად არიან ჩართული და კონფერენციის მუშაობაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

სტუმარი: მარიამ ჯაჯანიძე – კონფერენციის მონაწილე, საქართველოში ევროსაბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: