სოციალური ღია სტუდია - პროექტი უსინათლოთათვის I 20.03.2024
სოციალური ღია სტუდია - პროექტი უსინათლოთათვის I 20.03.2024

„მედია პოზიტივი“ ახორციელებს პროექტს, რომლის საშუალებითაც უსინათლოებს შეუძლიათ „იკითხონ“ წიგნები, „ნახონ“ ფილმები და „დაათვალიერონ“ ცნობილი მხატვრების ცნობილი ტილოები“, – განაცხადა „მედია პოზიტივის“ დირექტორმა თიკო ბეკოშვილმა.

„ხელოვნების ამ ნიმუშებს ვახმოვანებთ პროფესიონალი დისკრიპტორები და უსინათლოებს საშუალება ეძლევათ უშუალო შეხება ჰქონდეთ ხელოვნების ნიმუშებთან. ეს გახმოვანებები განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე და უსინათლოებს უფასოდ შეუძლიათ, მოისმინონ ფილმები და ფერწერული ტილოები. უკვე ბევრმა ადამიანმა ისრგებლა ჩვენი ნამუშევრით“, – განმარტა „მედია პოზიტივის“ დამფუძნებელმა, მარიკა ბარბაქაძემ.

სტუმრები: თიკო ბეკოშვილი – „მედია პოზიტივის“ დირექტორი, ჟურნალისტი, დისკრიპტორი; მარიკა ბარბაქაძე – „მედია პოზიტივის“ დამფუძნებელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: