სოციალური ღია სტუდია - პროდუქტებზე ფასების შემცირების გეგმა I 22.02.2023
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ უკვე გაიმართა წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და სასურსათო პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიების, აგრეთვე ქსელური მარკეტების ხელმძღვანელები. „დაწყებულია სერიოზული მუშაობა და უმოკლეს ვადებში იქნება მზად კანონი, რომელიც ბაზარს დაარეგულირებს“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომისტმა, პროფესორმა გოგიტა ცუცქირიძემ განაცხადა, რომ მთავრობას, გარკვეულ პროდუქტებზე რეფერენტული, ანუ ზღვრული ფასების დაწესება მოუწევს, ისე, როგორც ეს წარმატებით გაკეთდა მედიკამენტების შემთხვევაში.
სტუმრები: ირაკლი ნადარეიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; გოგიტა ცუცქირიძე – ეკონომისტი, პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: