„გასულ წლებში საახალწლოდ ნაძვის ხეების მოჭრის ფაქტები ასეულობით იყო, ბოლო წლებში ერთეულებამდე შემცირდა“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.
„თუმცა გამოვლენის ფაქტები მაინც არსებობს და საჭიროდ ჩავთვალეთ წიწვოვანი ხე – მცენარეების მოჭრაზე, ტრანსპორტირებაზე და რეალიზაციაზე კონტროლის გამკაცრება“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდეა, გამეორების შემთხვევაში 5000 ლარი. ამას დაემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა და თუ ზიანის თანხა 1000 ლარს აღემატება პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.
სტუმარი: ნათია იორდანიშვილი – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: