სოციალური ღია სტუდია - მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის I 01.11.2023
თბილისის მეტროს სადგურებში უკვე 25 000-ზე მეტი ადამიანი გაეცნო იმ აპარატებს, რომელთა საშუალებითაც გაიმართება მომავალი საპარლამენტო არჩევნები.
სექტემბრიდან, ყველგან ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებში დამონტაჟდა აპარატურა და მოქალაქეები უშუალოდ ეცნობიან ახალ ელექტრონულ ტექნოლოგიებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაბიძის განცხადებით, დაგეგმილია და ხორციელდება უამრავი აქტივობა, რომ ყველა ამომრჩეველმა იცოდეს ელექტრონული ტექნოლოგიებით მომავალი არჩევნების შესახებ, იცოდეს რომელი აპარატურით ჩატარდება არჩევნები და დარწმუნებული იყოს: შედეგების გაყალბება გამორიცხული იქნება.
სტუმარი: გიორგი შარაბიძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: