„მენიუში სხვა ფასები ამოიკითხეთ და გადახდისას მეტი მოგთხოვეს? ეს აღარ განმეორდება“, – განაცხადა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა თამარ ჩანტლაძემ.
საქმე ისაა, რომ სააგენტოში შემუშავდა ჯამური ფასის მითითების სტანდარტი: გადასახდელი თანხა სრულად უნდა ასახავდეს ყველა საჭირო კომპონენტს და არ უნდა იყოს აცდენილი მენიუში წარმოდგენილ ფასებთან.
რაც შეეხება პოპულარულ „ონლაინ“ ვაჭრობას, აქაც მნიშვნელოვანი სიახლეა: მომხმარებელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეუძლია გამყიდველს დაუბრუნოს შეძენილი საქონელი და გამყიდველი ვალდებულია – დაიბრუნოს, ოღონდ ეს უნდა მოხდეს 14 დღის ვადაში.
სტუმარი: თამარ ჩანტლაძე – კონკორენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: