სოციალური ღია სტუდია - მომავალი წლიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება
მოპედებით და ელექტროსკუტერებით მოსარგებლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმატა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ და გვაქვს სამწუხარო სტატისტიკა საქართველში – ელექტროსკუტერებით და მოპედებით გადაადგილების დროს ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
ამის გამო მოთხოვნები მკაცრდება და ამ მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კატეგორია მიეკუთვნა. დაიწყო მოპედებისა და ელექტროსკუტერების რეგისტრაცია, რომელიც მარტიდან სავალდებულო გახდება.
ვინც მარტამდე გაატარებს თავის სატრანსპორტო საშუალებას რეგისტრაციაში, თებერვლის ბოლომდე შეღავათებით ისარგებლებს, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა, – მათ გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ რეგისტრაციისას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: მოპედების მართვა მხოლოდ მართვის მოწმობის მქონეთათვის იქნება ნებადართული.
სტუმარი: ირაკლი იზორია – ექსპერტი.
სატელეფონო ჩართვა: იმედა მაკასარაშვილი – მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ეკატერინე ლალიაშვილი – ექსპერტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: