სოციალური ღია სტუდია - მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი იწყება I 19.07.2023
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე აცხადებს, რომ უკვე შეძენილია საუკეთესო გერმანული აპარატურა და სექტემბრიდან უწყების თანამშრომლები დაიწყებენ გზებზე ავტომანქანების გამონაბოლქვის ინტენსიურ კონტროლს.
მისი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ავტომანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება.
სატელეფონო ჩართვა: ტარიელ ირემაძე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
სტუმარი: ირაკლი იზორია – ექსპერტი, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: