„ლუდომანიით, თამაშდამოკიდებულებით დაავადებულთა რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა საქართველოში“, – განაცხადა ლუდომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ბესელიამ, – „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტს თითქმის შვიდჯერ აჭარბებს ლუდომანთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. მატება მთელ მსოფლიოშია, მაგრამ ჩვენი მონაცემები საგანგაშოა“.
„საჭაროა გადამჭრელი მოქმედება ამ მიმართულებით და ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას. ახლა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად ოპერატიულად შეძლებენ ამ რეკომენდაციების განხორციელებას“, – განაცხადა გუგა ბესელიამ.
სტუმარი: გუგა ბესელია – აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტი თამაშდამოკიდებულების მიმართულებით, სარეაბილიტაციო ცენტრის „დღე პირველის“ დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: