როგორც სტუმარმა განაცხადა, განგაშის ატეხვის დროა და რომ უკვე უმძიმესი ვითარებაა საქართველოში. იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრს, ქვეყნის მთავრობას არ სურთ ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო. როგორც ჩანს, აუცილებლობამ მოიტანა, გარკვეულ პროფესიულ ჯგუფებში სავალდებულო გახდეს ვაქცინაცია. სტუმარმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ბავშვებში კოვიდის გავრცელების მძიმე მაჩვენებელი და სწორი გადაწყვეტილება უწოდა ამერიკის ხელისუფლების ნაბიჯს – უკვე მომავალი კვირიდან 5 -11 წლის ბავშვების ვაქცინაციის დაწყებას.
სტუმარი: ივანე ჩხაიძე – იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: