სოციალური ღია სტუდია - ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების პროგრამები თბილისის მერიაში I 21.02.2024
„შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქის მცხოვრებთა მესამედი 500 ათასი ბენეფიციარი სარგებლობს ჯანმთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ“, – განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.
თბილისის ბიუჯეტმა 2 მილიარდს გადააჭარბა და დედაქალაქის სხვადასხვა სამსახურები, რომლებიც სწორედ მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით საქმიანობენ, წელს 500 მილიონი ლარით ფინანსდებიან.
უშუალოდ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სერვისებზე 90 მილიონი დაიხარჯება.
სტუმარი: გელა ჩივიაშვილი – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: