გადაცემის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ კოვიდ-ეპიდემიის მიუხედავად, C ჰეპატიტისადმი ყურადღება არ უნდა შენელდეს! ითქვა იმის შესახებაც, რომ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, თავისი მასშტაბით და შედეგებითაც უპრეცედენტოა, რომ მკურნალობა, რისთვისაც ადრე საცხოვრებლის გაყიდვა უწევდათ ჩვენს თანამემამულეებს, ამჟამად მკურნალობა უფასოა. ასე მუდმივად არ გაგრძელდება – განაცხადეს გადაცემის მონაწილეებმა და მოუწოდეს მოსახლეობას, ჩაერთონ ამ პროგრამაში, ვიდრე ტესტირება-გამოვლენა, შემდეგ კი მკურნალობაც უფასოა.
სტუმარი: კოკა ლაბარტყავა, სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ ხელმძღვანელი.
სატელეფონო ჩართვა: მაია ცინცაძე, შიდსის ცენტრიდან-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი.
სატელეფონო ჩართვა ბათუმიდან: ზორია წურწუმია, ა/ო „იმედის“ ხელმძღვანელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: