სოციალური ღია სტუდია - გაჩერებული მშენებლობების „გაცოცხლება“ I 10.07.2024
თბილისელების ათასობით ოჯახია დაზარალებული იმის გამო, რომ კერძო კომპანიების მიერ დაწყებულ და დაუმთავრებულ შენობებში ვერ მიიღეს კუთვნილი საცხოვრებელი ბინები.
„დედაქალაქის მერიამ ხელი მოჰკიდა ამ ურთულესი პრობლემის მოგვარებას და გვაქვს გარკვეული წარმატებები. ვიწვევთ ახალ ინვესტორებს, ვათავაზობთ მერიის ხელთ არსებულ შეღავათებს და შევძელით უკვე რამდენიმე გაჩერებული მშენებლობის „გაცოცხლება“. დაზარალებულები უკვე იღებენ და მომავალშიც მიიღებენ კუთვნილ საცხოვრებელ ბინებს“, – განაცხადა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ..
სტუმარი: ირაკლი თავართქილაძე – მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: