სოციალური ღია სტუდია - ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე I 11.10.2023
საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების გამგეობის წევრის თამარ ალადაშვილის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მუშაკები პროფესიულ დღეს სერიოზული შედეგებით შეხვდნენ.
ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არ არის ასეთი სერვისი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით – ესაა სათემო მობილური სერვისი.
ალადაშვილის თქმით, სათემო მობილური ჯგუფები თბილისის ყველა რაიონში და ქვეყნის მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელ ადგილებზე აკითხავენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს და ბინაში უწევენ სათანადო მომსახურებას.
სტუმარი: თამარ ალადაშვილი, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების გამგეობის წევრი, თსუ დოქტორანტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: