საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წელს მეორედ გაიმართება მთის ფესტივალი – „მთის დღეები“. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თათა სვანიძის განცხადებით, შარშან საქართველოს ოთხ რეგიონში ჩატარდა ფესტივალი და ვინაიდან პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, წელს საქართველოს ექვსი რეგიონი იქნება „მთის დღეების“ მასპინძელი.
15 ივლისიდან რაჭა, თუშეთი და ხონის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს ფესტივალს, 22 ივლისიდან კი სვანეთში, ხევში (ყაზბეგი) და გურიაში (ბახმარო) დაიწყება „მთის დღეები“.
სატელეფონო ჩართვები: თათა სვანიძე – მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ელენე გიორგობიანი – რაჭაში (შოვში) გასამართი ღონისძიებების ორგანიზატორი, მარიამ ღარიბაშვილი – თუშეთში (ომალოში) გასამართი ღონისძიებების ორგანიზატორი.