სოციალური ღია სტუდია - ელექტრონული არჩევნების დემონსტრირება I 17.07.2024
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 6 ივლისს დაიწყო იმიტირებული არჩევნები, რათა ამომრჩევლებმა ნახონ ის აპარატურა, რომლითაც 26 ოქტომბერს ელექტრონული საშუალებებით ჩატარდება არჩევნები.
„ეს არის ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა, ნათია იოსელიანმა.
მისი ინფორმაციით, ეს პროცესი საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და 28 ივლისს დასრულდება, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრამდე კიდევ ბევრ აქტივობას გეგმავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს წარუდგინოს აპარატურა.
სტუმარი: ნათია იოსელიანი – ცენტრალური საარჩევო კომისიის პრესსპიკერი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: