სოციალური ღია სტუდია - ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციას სახელმწიფო დააფინანსებს I 14.09.2022
რამდენიმე დაავადების მკურნალობამ, თუ ოპერაციების დაფინანსებამ, რეფერალურიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადაინაცვლა.
როგორც გადაცემის სტუმრებმა განაცხადეს, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ სამედიცინო კომისიების ლოდინი, რაც ზოგჯერ თვეობით გრძელდებოდა. ახლა საკმარისია, პაციენტებმა მათთვის საჭირო კლინიკას მიმართონ. მაგალითად, გულის თანდაყოლილი მანკის ოპერაციის ორგანიზება უმოკლეს ვადებში მოხდება.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა საქართველოში: დაფინანსდება ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია. საშუალოდ ერთ პაციენტზე 125 ათასი ლარი დაიხარჯება.
სტუმრები: თენგიზ გენძეხაძე – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, თინათინ აზალაძე – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ორგანიზაციული უზრუნველყოფის, მონიტორინგის, სამკურნალო და სამედიცინო საშუალებების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: