სოციალური ღია სტუდია - ძვირდება თუ არა ტექდათვალიერების საფასური I 03.07.2024
„გაძვირდება თუ არა ტექდათვალიერების საფასური, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ასეთი წინადადებით ტექინსპექტირების ცენტრების კავშირმა მთავრობას ნამდვილად მიმართა“, – განაცხადა ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა.
გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, ცენტრებიდან თანამშრომელთა გადინების პროცესი უკვე კატასტროფულია. მისი თქმით, ტექდათვალიერების საფასურის გაზრდის გარდა სხვა გამოსავალი არ არის.
შიოლაშვილის აზრით, ხუთი წლის წინ დაწესებულ ტარიფს აუცილებლად გადახედვა სჭირდება. როგორც მან აღნიშნა, ტექდათვალიერების საფასური თუ გაიზარდა, ეს არ იქნება გაორმაგება. კავშირის წინადადებაა, საფასური 30 ლარით გაიზარდოს.
სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი – ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: