სოციალური ღია სტუდია - დიაბეტის მქონე ბავშვთა მკურნალობის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგები I 25.10.2023
სოციალური ღია სტუდია - დიაბეტის მქონე ბავშვთა მკურნალობის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგები I 25.10.2023

„ყველა მშობლისთვის შოკის მომგვრელია, როცა შეიტყობს, რომ მის შვილს დიაბეტი აქვს“, – განაცხადა საკონსულტაციო კომპანია „ჰემაქოს“ დირექტორმა ნინო მიქავამ.

იგი უშუალოდ მონაწილეობდა კვლევაში, რომლის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები დიაბეტის მქონე ბავშვების საჭიროებების შეფასება ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალურ საკითხებთან მიმართებაში.

საქართველოს არაგადამდები დაავადებების პრევენციის ალიანსის გამგეობის თავმჯდომარემ სიმონ გაბრიჭიძემ განაცხადა,რომ კვლევამ ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გამოკვეთა, რომელთა გადაწყვეტით დაინტერესებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და უახლოეს მომავალში დიაბეტის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის, განათლების და სოციალური პირობების გაუმჯობესება იქნება შესაძლებელი.

სტუმრები: სიმონ გაბრიჭიძე – საქართველოს არაგადამდები დაავადებების პრევენციის ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე, ნინო მიქავა – საკონსულტაციო კომპანია „ჰემაქოს“ დირექტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: