სოციალური ღია სტუდია - ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე ჯარიმები მკაცრდება I 07.06.2023
სოციალური ღია სტუდია - ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე ჯარიმები მკაცრდება I 07.06.2023

„ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე ჯარიმები მკაცრდება, ჯერ მხოლოდ საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში, მაგრამ სასიხარულოა, რომ ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო“, – განაცხადა ექსპერტმა ეკა ლალიაშვილმა. ჯარიმები საკმაოდ სოლიდურია: პირველ შემთხვევაში 100 ლარი, 30 დღის ვადაში თუ არ გამოსწორდება ხარვეზი – 300 ლარი. იურიდიული პირები პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 1500 ლარით დაჯარიმდებიან.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის ხელმძღვანელმა გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ გამონაბოლქვზე კონტროლის გამკაცრება ის გზაა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის ავტოპარკს და 2025 წლისათვის ევროპულ სტანდარტებამდე მიგვიყვანს.

სტუმრები: გიორგი შიოლაშვილი – ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი; ეკა ლალიაშვილი – ექსპერტი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: