სოციალური ღია სტუდია - ავტომანქანის გამონაბოლქვის კონტროლი ოთხ ქალაქში დაიწყო I 13.09.2023
ავტომანქანებიდან გამონაბოლქვის კონტროლი ჯერ მხოლოდ ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მიმდინარეობს. პროცესს 10 სპეციალური ეკიპაჟი ახორციელებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ტარიელ ირემაძის განცხადებით, ერთ კვირაში უკვე 300-ზე მეტი დარღვევაა გამოვლენილი.
გამონაბოლქვზე კონტროლი ამჟამად ე.წ. „სატესტო რეჟიმში“ მიმდინარეობს და პირველივე შედეგები იმის წინა პირობას ქმნის, რომ გამონაბოლქვის შემმოწმებელი ეკიპაჟების რაოდენობაც გაიზრდება და შესამოწმებელი დასახლებების გეოგრაფიაც გაფართოვდება.
სტუმარი: ტარიელ ირემაძე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: