ამირან (პაკო) სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანი“ უფროსკლასელებისთვის არის განკუთვნილი. იგი წელს მეორედ გაიცა. საუკეთესოები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
გადაცემის სტუმრები: რუსუდან ჯანჯალაშვილი – გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო თარგმანი” (თბილისის 63-ე საჯარო სკოლა); თამარ წულაია – გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“ (მარტვილის N1 საჯარო სკოლა);
სატელეფონო ჩართვა: ნიკოლოზ შაფაქიძე – გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო პოეტური ნაწარმოები“ (ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა)
გადაცემის წამყვანები: მარიამ ჩოჩია, სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე
გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე