პიკის საათი - საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“
პიკის საათი - საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“

22 ოქტომბრიდან განაცხადების მიღება იწყება საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“  მოსაპოვებლად, რომელიც  „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით  დაარსდა.  პრემიაზე  2020 წელს, საქართველოში გამოცემული  ქართველი ავტორების წიგნები  განიხილება. კომპეტენტური ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო პროზაული წიგნი, საუკეთესო პოეტური წიგნი, საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი და საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი.

პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.

რესპონდენტი: თამარ თოფურიძე – პროექტის კოორდინატორი.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი