პიკის საათი - „ADAMI Media Prize - პროექტის ხელშეწყობა“!
პიკის საათი - „ADAMI Media Prize - პროექტის ხელშეწყობა“!

2021 წლის 25 ოქტომბერს კონკურსის „ADAMI Media Prize – პროექტის ხელშეწყობა“ ნომინანტები გახდება ცნობილი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დოკუმენტურ ან მხატვრულ  ფილმებზე, ახალ ამბებზე, ვებვიდეოებზე ან სატელევიზიო პროგრამებსა და შოუებზე და მათთვის  მნიშვნელოვანია საკუთარი იდეების პოპულარიზაცია, პოტენციური თანაპროდიუსერის ან თანადამფინანსებლის მოძიება.

კონკურსში გამარჯვებული ორი პროექტი 2021 წლის 10 დეკემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში დასახელდება. ერთ მათგანს სტუდიაში მყოფი ჟიურის წევრები აირჩევენ, მეორე კი ADAMI Media Prize ვებ-გვერდზე მიმდინარე ონლაინ კენჭისყრით გამოვლინდება. ონლაინ ხმის მიცემა 1 ნოემბერიდან იქნება შესაძლებელი.

სტუმარი: ბესო სოლომანაშვილი – მწერალი, რეჟისორი, „ადამი მედია პრიზის“(Adam Media Prize)  პროექტების კონკურსის კოორდინატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: