25 ნოემბრიდან მედიათეკის ვაკის ფილიალში წიგნის სახელოსნო გაიხსნება, რომელსაც საბავშვო მწერალი და ილუსტრატორი, სანდრო ასათიანი უხელმძღვანელებს.
სახელოსნო განკუთვნილია 7-11 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის, რომლებიც წიგნების შექმნით არიან დაინტერესებულები. სახელოსნოში ბავშვები შეისწავლიან ორიგინალური ხერხებით ხელნაკეთი წიგნების გაკეთებას და საყვარელი ზღაპრების უნიკალურ ეგზემპლარებს შექმნიან. კურსის დასასრულს ყველა ბავშვს საკუთარი ხელნაკეთი წიგნი ექნება. პროექტში მონაწილეობა უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია. მასში ჩართვას მხოლოდ ის ათი ბავშვი შეძლებს, ვინც პირველი დარეგისტრირდება. სარეგისტრაციო ბმულს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ფეისბუკგვერდზე უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ. მანამდე იგეგმება ღია კარის დღე მშობლებისთვის, რომელიც ვაკის მედიათეკაში 24 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.
სტუმარი: ია ვეკუა – თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მენეჯერი