#სახლისკენ - წიგნი მეორე მსოფლიო ომში ევროპის უკანასკნელ ბრძოლად წოდებულ ტექსელის ამბოხზე
- პანდემიამდე თარგმნილი წიგნი, რომლის პრეზენტაციაც ლოკდაუნისა და პანდემიასთან დაკავშირებული სხვა შეზღუდვების გამო შეფერხდა და რომელიც ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომში ევროპის უკანასკნელ ბრძოლად წოდებულ ტექსელის ამბოხზე; მიზეზები, რამაც ტექსელის ამბოხის ამბებისადმი ავტორის ინტერესი გამოიწვია და წიგნზე მუშაობისას მოვლენისადმი სხვადასხვა თაობის დამოკიდებულებაში აღმოჩენილი განსხვავებები; ახალგაზრდობაში სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიით გატაცებთ გამოწვეული დაინტერესება საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიით, რაც მოგვიანებით 1918-1921 წლების საქართველოზე პოპულარული ენით დაწერილი წიგნის („ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია“) შექმნის სურვილად იქცა; 1924 წლის აჯანყების შესახებ წიგნის დაწერის იდეა და ბოლშევიკური რევოლუცია, როგორც მე-20 საუკუნის ზოგიერთი ისტორიული კატასტროფების ჯაჭვის მთავარი რგოლი; ერიკ ლის წიგნის „ქართული ამბოხი ტექსელზე“, რომელიც ქართულად ქეთი ქანთარიამ თარგმნა, გამომცემლობა „ზიარმა“ კი გამოსცა, წარდგენა და შეხვედრა ავტორთან პარასკევს, 6 მაისს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება.
სტუმრები – წიგნის გამომცემელი ნატო ალხაზიშვილი და ავტორი, ამერიკელი მწერალი, ისტორიკოსი, მკვლევარი ერიკ ლი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: