კომპოზიტორი, რომელიც საკუთარ თავს იმ მუსიკალური იდეების „გამტარად“ მიიჩნევდა, რომლებსაც ღმერთი ადამიანებისთვის „აგზავნიდა“ დედამიწაზე და რომლის ნაწარმოებებიც უამრავი, იდუმალებით აღსავსე სიმბოლიკით არის დატვირთული, მის გვარში კი ბაროკოს ეპოქის მუსიკალური სიმბოლოების გამოყენებით ჯვრის გამოსახულებაა დაშიფრული; მენდელსონის მიერ მსოფლიოსთვის „დაბრუნებული“ ბახი და დასავლეთევროპული პასიონები, როგორც ვნების კვირეულისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოები და ანალოგიური საეკლესიო საგალობლების ტრადიცია საქართველოში; მუსიკაში აჟღერებული ჯვარცმისა და აღდგომის ემოციური შინაარსი კლასიკიდან დღემდე, მუსიკის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დაიწერა და მათი შექმნის ისტორიები.
სტუმარი – მაია სიგუა, მუსიკისმცოდნე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: