1. თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ტენდენციები
როგორ ცვლის საფეხბურთო სამყაროს დიდი ფული, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებს ბიზნესის კანონებით აზავებს და, მიუხედავად ამისა, ვერაფერს აკლებს მილიონობით გულშემატკივრის დამოკიდებულებას სპორტის ამ სახეობისადმი;
სტუმარი: გიგა გვენცაძე – სპორტული ჟურნალისტი.
2. იამაიკელი ვარსკვლავის მუსიკა საფეხბურთო აქცენტებით
ბობ მარლი – საზოგადოებრივად აქტიური მუსიკოსი, რომელსაც ბავშვობიდან უყვარდა ფეხბურთი, რელიგიურმა მოსაზრებებმა უარი ათქმევინა სასიცოცხლოდ აუცილებელ ოპერაციაზე და რომლის ცხოვრების მიზანსაც, მისი თქმით, მშობლიური იამაიკის მსოფლიოსთვის გაცნობა წარმოადგენდა.
3. ქართული ფეხბურთის დღევანდელობა
რამ გამოიწვია ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის ინტერესის გაზრდა და რა კომპონენტების ერთობლიობა განაპირობებს საფეხბურთო ნაკრების წარმატებას?
სტუმარი: ოთარ გიორგაძე – საქართველოს ეროვნული ნაკრების მედიაოფიცერი.
4) პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი საქართველოში
თბილისის სახელოვნებო ბაზრობა;
ალექსანდრე ბანძელაძის გამოფენა ATINATI-ს კულტურის ცენტრში;
ყაზახური კინოს დღეები საქართველოში;
გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“ – დიმიტრი შევარდანაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში;
გამოფენა „მუდმივი კავშირი ხელოვნებასთან“ – სახვითი ხელოვნების მუზეუმში.
ავტორი: თამარ დადიანიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: