თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი მხარდაჭერით და დაფინანსებით წიგნად პირველად გამოიცა მივიწყებული პოეტის ვანლერ დაისელის მხატვრული შემოქმედება. წიგნის შემდგენელ-რედაქტორი ლევან ჟვანიაა, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად თავი მოუყარა პოეტის 1926-1929 წლებში სხვადასხვა გამოცემაში გამოქვეყნებულ ლექსებს და ნოველას სახელწოდებით „ლივილლა“, რომლებიც ერთად პირველად დაიბეჭდა.
სატელეფონო ჩართვა: ლევან ჟვანია.